Sunday, March 28, 2010

Los Campesinos! - Romance Is Boring (2010)


კარგი ჯგუფიაა... მეტიც ძალიან მაგარი ჩემი აზრით...  ამათ შემთხვევაში პითჩფორკს დიდად ვერ დავადანაშაულებ : ალბათ იმიტომ რომ ეს ჯგუფი აკეთებს ერთ მუსიკას... ანუ თავისთვის დამახასიათებელს და არა რაღაც აბდაუბდას და ექსპერიმენტებში გახლართულ მელოდიებს... პითჩფორკის მათ ყველა ალბომს თანაბარ და თითქმის ერთი და იგივე შეფასებებს უწერს და ასე "peace" ცხოვრობენ ერთამნეთის მიმართ... მართლა არაჩვეულებრივი ალბომია... ყველა ტრეკი კარგია და ერთერთია რომელიც წლის ბოლომდე გამყვება :) ჩემგან 8.8... ქავერი მომწონს კიდევ ძალიან :)) მოუსმინეთ აუცლებლად მიუხედავად იმისა რომ პითჩფორკი ამ ბენდს არ აფასებს სათანადოდ :)

Pitchfork 8.3 

Los Campesinos!

Download

The Morning Benders - Big Echo (2010)


კაი ალბომია ... ლამაზი, ჰაეროვანი, ფაფიკიც კი :)))) მაგრამ ცოტა არ იყოს მეტს ველოდი... როდესაც ალბომის პირველი სინგლი  გამოვიდა გამგელებული ყოველდღე სრული ვერსიის ლიკებს დავეძებდი... არა მეტს მოველოდი და მაგიტომ ვარ ესეთი კრიტკული თორემ მართლა კარგი ალბომია :)

Pitchfork 8.2 (best new music)

The Morning Benders

Download

Fang Island - Fang Island (2010)


Pitchfork 8.3 (best new music)

Fang Island

Download

Titus Andronicus - The Monitor (2010)


ყველაფერი მომწონს ამ ალბომში... მართლა მაგარი რაღაც არის... დაწყებული ქავერიდან დამთავრებული ფითჩფორკის, ჩემის აზრით ობიექტური, შეფასებით... სიმართლე გითხრათ ბოლომდე ვერცერთხელ ვერ ჩავამთავრე მაგრამ ასეა... ვიტოვებ საშუვალო დონის ალბომებს ზაფხულში დროის გასაყვანად... თქვენ კი გადაწერეთ! არ წააგებთ :)))

Pitchfork 8.7 (best new music)

Titus Andronicus

Download

Gorillaz - Plastic Beach (2010)



რა უნდა დავწერო ამ ალბომზე ახალი??? არც არაფერი... უკვე მთელმა მსოფლიომ მოისმინა მგონი და ყველა აღფრთოვანდა... მეც მათ შორის, მაგრამ გადამიარა ამ "მაიმუნურმა" შემოტევამ, ვირუსმა, დაავადებამ თუ რაც ჰქვიაა... და კარგა ხანია აღარც მივკარებივარ ამ ალბომს... მთლიანობაში მართლა დიდი და კარგი ალბომი გამოუვიდათ და მართლაც რომ RESPECT!!! ბოდიშით მაგრამ ატვირთვას არ ვაპირებ! დარწმუნებული ვარ უკვე ყველას მოსმენილი აქვს ეს ალბომი :)

Pitchfork 8.5 (best new music)

Gorillaz 


Liars - Sisterworld (2010)


კარგი, გემრიელი, დაფლეთილი ალბომი გამოუვიდათ წელსაც მატყუარებს... თითქოს მუსიკითაც გვეაფერისტებიან ეს ახვრები და ნაგავს ქმნიან, მაგრამ ეს ნაგავი ჩემის აზრით ფასობს... და ამ ნაგავში უნდა ვიქექოთ როგორც ჩვეულებრივი ქუჩის მაწანწალებმა.. ეს ქექვა კი შედეგს ნამდვილად გამოიღებს... ალბომი არ არის არც Drum's Not Dead და არც მათი ერთერთი საუკეთესო მაგრამ მაინც კარგიააა... ჯგუფი იგივე დუხზე დგას და თითქოს თავიდან იწყებს დაკვრას... რაც ძალიან მახარებს პირადად მეეე :)))

Pitchfork 8.1 (best new msuic)

Liars 

Download

Joanna Newsom - Have One on Me (2010)


ეს ალბომი ჯერ არ მომისმენია... სააღდგომოდ გამომინთავისუფლდება 3-4 დღე და შევეცდები ამ მცირე დროში ჩავწვდე ამ გოგონას გენიალურობას... ბევრს მოსწონს , ბევრიც ამბობს გადამეტებულიაო, მაგრამ რავიცი... გირჩევთ გადაწეროთ... წლის ერთერთი ფავორიტია უდაოდ :)

Pitchfork 9.2 (best new music)

Joanna Newsom

Download

Toro Y Moi - Causers of This (2010)


ხანდახან ზედემტად სტერეოტიპულები არიან ეს ჩემისები... პირდაპირ ვიტყვი და აუტანლად... იგივე მარs ვოლტას, ოაზისის, მესსივ ეტეკის და ა.შ. შემთხვევებში.... მაგრამ აქედან ჩანს რომ პითჩფორკშიც ადამიანები არიან და ყავთ საკუთარი ბენდები.... თუმცა ეს სხვა ტემაა და შორს წაგვიყვანს... ასეთ სტერეოტიპულ ბადეში აღმოჩნდა მგონი ჩვენი ახლაგაზრდა მუსიკოსიც... ტოროს სადებიუტო ალბომი არის შესანიშნავი... დარწმუნებული ვარ ნეონ ინდიანს წინა წელს ასეთი ალბომი რომ დაედო მინიმუმ 8.9 და წლის ბოლოს ათეულში ადგილს მიაწეპებდნენ მას... თუმცა არ არის მთავარი რას დაწერს პითჩფორკი... მთავარია მე აღმოვაჩინე ეს ალბომი და მოვუსმინე... N რაოდენობით და სულაც არ ვნანობ იმას რომ ამდენი დრო დავკარგე მის სმენაში... დღესაც 4 ტრეკი ipod ში მაქვს რაც ძალიან იშვიათია... მაგრამ ტორომ ნამდვილად გამაოცა!!!! ჩემგან ტოროს 8.9 და დიდი რესპეკტიიიიი!!!!

Pitchfork 7.6 

Toro Y Moi 

Download