Tuesday, April 13, 2010

Gonjasufi - A Sufi and a Killer (2010)


ვისაც მუსიკალური ექსპერიმენტები გხიბლავთ გადაწერეთ... კარგი ალბომია ნამდვილად... ოდნავ დამღლელი მაგრამ საბოლოო ჯამში ისმინება ჩვეულებრივად :)))

Pitchfork 8.4 (best new music)

Gonjasufi

Download

Tuesday, April 6, 2010

12 Rods – gay? (EP) (1996)


:P დიახაც რომ : P გეჯღანებით ყველას ვისაც ეს ალბომი არ მოუსმინია და დარწმუნებული ვარ ყველა დამეჯღანება მეც ვისაც ეს ალბომი 10-12 წლის ადრე აქვს მოსმენილი... იცით რატომ არის დასაჯღანი??? იმიტომ რომ ეს არის სიგიჟე .... სიტყვებით ამას ვერ გადმოსცემ... არ ვლაპარაკობ ამას იმიტომ რომ ჩემა ფავორიტმა სააგენტომ ერთ დროს 10.0 დაუწერა... მათ მესამე ალბომს 2.0 დაუწერა ეგრე და მოკლედ არაფერს არ ნიშნავს ახლა ფითჩფორკი... არ ნიშნავს იმიტომ რომ ეს ალბომი ჩემში ზის და მიყვარს... იმიტომ რომ ეს ალბათ "ძალიან უცნობი" ბენდი ერთ დროს კარგ და ახალ მუსკას ქმნიდა რომელიც 14 წლის მერეც ისმინება და ზუსტად ეს მაოცებს მეეე... სად იყვნენ აქამდე ან რატომ არ დავსერჩე ან სრულიად შემთხვევით რატომ არ ამომიგდო გინდაც last.fm მა და გინდაც google მაც... მგონი 2, ისიც ვიდოთვალით გადაღებული ფოტო არსებობს მათი :))) guy? ს მომდემოვნო ალბომს 1 კვირაა ვეძებ და ვერ ვიპოვე სამწუხაროდ ... მანამდე ეს ალბომი შეიყვარეთ და შემდგომში მომდევნოსაც მოგართმევთ... გეჯღანებით ყველას :*:*:*:

Pitchfork 10.0

12 Rods

Download

Sunday, March 28, 2010

Los Campesinos! - Romance Is Boring (2010)


კარგი ჯგუფიაა... მეტიც ძალიან მაგარი ჩემი აზრით...  ამათ შემთხვევაში პითჩფორკს დიდად ვერ დავადანაშაულებ : ალბათ იმიტომ რომ ეს ჯგუფი აკეთებს ერთ მუსიკას... ანუ თავისთვის დამახასიათებელს და არა რაღაც აბდაუბდას და ექსპერიმენტებში გახლართულ მელოდიებს... პითჩფორკის მათ ყველა ალბომს თანაბარ და თითქმის ერთი და იგივე შეფასებებს უწერს და ასე "peace" ცხოვრობენ ერთამნეთის მიმართ... მართლა არაჩვეულებრივი ალბომია... ყველა ტრეკი კარგია და ერთერთია რომელიც წლის ბოლომდე გამყვება :) ჩემგან 8.8... ქავერი მომწონს კიდევ ძალიან :)) მოუსმინეთ აუცლებლად მიუხედავად იმისა რომ პითჩფორკი ამ ბენდს არ აფასებს სათანადოდ :)

Pitchfork 8.3 

Los Campesinos!

Download

The Morning Benders - Big Echo (2010)


კაი ალბომია ... ლამაზი, ჰაეროვანი, ფაფიკიც კი :)))) მაგრამ ცოტა არ იყოს მეტს ველოდი... როდესაც ალბომის პირველი სინგლი  გამოვიდა გამგელებული ყოველდღე სრული ვერსიის ლიკებს დავეძებდი... არა მეტს მოველოდი და მაგიტომ ვარ ესეთი კრიტკული თორემ მართლა კარგი ალბომია :)

Pitchfork 8.2 (best new music)

The Morning Benders

Download

Fang Island - Fang Island (2010)


Pitchfork 8.3 (best new music)

Fang Island

Download

Titus Andronicus - The Monitor (2010)


ყველაფერი მომწონს ამ ალბომში... მართლა მაგარი რაღაც არის... დაწყებული ქავერიდან დამთავრებული ფითჩფორკის, ჩემის აზრით ობიექტური, შეფასებით... სიმართლე გითხრათ ბოლომდე ვერცერთხელ ვერ ჩავამთავრე მაგრამ ასეა... ვიტოვებ საშუვალო დონის ალბომებს ზაფხულში დროის გასაყვანად... თქვენ კი გადაწერეთ! არ წააგებთ :)))

Pitchfork 8.7 (best new music)

Titus Andronicus

Download

Gorillaz - Plastic Beach (2010)



რა უნდა დავწერო ამ ალბომზე ახალი??? არც არაფერი... უკვე მთელმა მსოფლიომ მოისმინა მგონი და ყველა აღფრთოვანდა... მეც მათ შორის, მაგრამ გადამიარა ამ "მაიმუნურმა" შემოტევამ, ვირუსმა, დაავადებამ თუ რაც ჰქვიაა... და კარგა ხანია აღარც მივკარებივარ ამ ალბომს... მთლიანობაში მართლა დიდი და კარგი ალბომი გამოუვიდათ და მართლაც რომ RESPECT!!! ბოდიშით მაგრამ ატვირთვას არ ვაპირებ! დარწმუნებული ვარ უკვე ყველას მოსმენილი აქვს ეს ალბომი :)

Pitchfork 8.5 (best new music)

Gorillaz 


Liars - Sisterworld (2010)


კარგი, გემრიელი, დაფლეთილი ალბომი გამოუვიდათ წელსაც მატყუარებს... თითქოს მუსიკითაც გვეაფერისტებიან ეს ახვრები და ნაგავს ქმნიან, მაგრამ ეს ნაგავი ჩემის აზრით ფასობს... და ამ ნაგავში უნდა ვიქექოთ როგორც ჩვეულებრივი ქუჩის მაწანწალებმა.. ეს ქექვა კი შედეგს ნამდვილად გამოიღებს... ალბომი არ არის არც Drum's Not Dead და არც მათი ერთერთი საუკეთესო მაგრამ მაინც კარგიააა... ჯგუფი იგივე დუხზე დგას და თითქოს თავიდან იწყებს დაკვრას... რაც ძალიან მახარებს პირადად მეეე :)))

Pitchfork 8.1 (best new msuic)

Liars 

Download

Joanna Newsom - Have One on Me (2010)


ეს ალბომი ჯერ არ მომისმენია... სააღდგომოდ გამომინთავისუფლდება 3-4 დღე და შევეცდები ამ მცირე დროში ჩავწვდე ამ გოგონას გენიალურობას... ბევრს მოსწონს , ბევრიც ამბობს გადამეტებულიაო, მაგრამ რავიცი... გირჩევთ გადაწეროთ... წლის ერთერთი ფავორიტია უდაოდ :)

Pitchfork 9.2 (best new music)

Joanna Newsom

Download

Toro Y Moi - Causers of This (2010)


ხანდახან ზედემტად სტერეოტიპულები არიან ეს ჩემისები... პირდაპირ ვიტყვი და აუტანლად... იგივე მარs ვოლტას, ოაზისის, მესსივ ეტეკის და ა.შ. შემთხვევებში.... მაგრამ აქედან ჩანს რომ პითჩფორკშიც ადამიანები არიან და ყავთ საკუთარი ბენდები.... თუმცა ეს სხვა ტემაა და შორს წაგვიყვანს... ასეთ სტერეოტიპულ ბადეში აღმოჩნდა მგონი ჩვენი ახლაგაზრდა მუსიკოსიც... ტოროს სადებიუტო ალბომი არის შესანიშნავი... დარწმუნებული ვარ ნეონ ინდიანს წინა წელს ასეთი ალბომი რომ დაედო მინიმუმ 8.9 და წლის ბოლოს ათეულში ადგილს მიაწეპებდნენ მას... თუმცა არ არის მთავარი რას დაწერს პითჩფორკი... მთავარია მე აღმოვაჩინე ეს ალბომი და მოვუსმინე... N რაოდენობით და სულაც არ ვნანობ იმას რომ ამდენი დრო დავკარგე მის სმენაში... დღესაც 4 ტრეკი ipod ში მაქვს რაც ძალიან იშვიათია... მაგრამ ტორომ ნამდვილად გამაოცა!!!! ჩემგან ტოროს 8.9 და დიდი რესპეკტიიიიი!!!!

Pitchfork 7.6 

Toro Y Moi 

Download 

Wednesday, February 24, 2010

Local Natives - Gorilla Manor (2010)

ეტყბა ამ ხალხს რომ იციან თავისი საქმე... დაჯდნენ და შექმნეს ძალიან ძლიერი ალბომი...  ეს ალბომი არც "ჩქარების" მოყვარულს დატოვებს იმედგაცრუელბულს და არც "ნელების" :))) მოკლედ ვისაც fleet foxes და  vampire weekendის შემოქმედება გიზიდავთ მოუსმინეთ...  

Pitchfork 8.4 (best new music)

Local Natives

Download

Gil Scott-Heron - I'm New Here (2010)


wow, wow და კიდევ ერთხელ wow..... ამ ძალიან ორიგინალურმა ალბომმა შემაყვარა ეს კაცი... მართალია ეს მუსიკა მთლად ჩემი არ არის მაგრამ მაინც RESPECT!!! ამ კაცს შემხედვარე მგონი სიბერის აღარ მეშინია :)))

Pitchfork 8.5 (best new music)

Gil Scott-Heron

Download

Hot Chip - One Life Stand (2010)


Pitchfork 8.4 (best new music)

Hot Chip

Download 

Monday, February 22, 2010

Charlotte Gainsbourg - IRM (2010)


ვერ ვუარყოფ რომ გარეკანი მომწონს :))) აი ალბომის კი რა მოგახსენოთ ... არ მოომისმენია :)))

Pitchfork 8.4 (best new music)

Charlotte Gainsbourg

Download

Beach House - Teen Dream (2010)


მიყვარს ეს ხალხი... არა მართლა მიყვარს მე უბრალოდ არ ვიძახი ამას... ერთია ისმენ და გსიამოვნებს მეორეა ისმენ გსიამოვნებს და მთელ ალბომს იგივე გრძნობით ყვები და ღიღინებ რომლითაც სტუდიაში მუშაობდა ეს ქალ-ვაჟი... უკლებლივ ყველა სიმღერა არის ულამაზესი... მაგრამ ალბომის გახსნა ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე დასასრული ... ალბათ ასეც უნდა იყოს... ეს ჯგუფი ბოლო წლებში ერთერთია ვინც აკეთებს იმ საქმეს რაც ძალუწთ... მე იმას არ ვგულისხმობ რომ მუსიკის წერა შეუძლიათ და წერენ!... არა .. უბრალოდ მათ აქვთ უნარი შექმნან ლამაზი სიმღერები რომელსაც დღეს დრიმ პოპად მოვიხსენიებთ და რაც მთავრია ყოველ ჯერზე ხვეწენ თავიან შემოქმედებას ... ზუსტად ამიტომ ვცემ პატივს ამ ქალ-ვაჟს და ზუსტად ამიტომ წლის ბოლოს პირადად მე საუკეთესო ალბომების 10ეულში აუცილებლად შევიყვან Teen Dream ს...

Pitchfork 9.0 (best new music)

Beach House

Donwload

Four Tet - There Is Love in You (2010)


ახლა გაგიზირებთ ამ ალბომის მოსმენის რეცეპტს : შეძლებისდაგვარად ალბომი ჩაწერეთ მპ3 პლეიერში (სასურველია ხარისხი იყოს დამაკმაყოფილებელი), ჩააქრეთ ოთახის ცენტრალური განათება და აანთეს ნაჩნიკი (ფუუფ ვერ გავიხსენე ქართლად რა ჰქვია), მოთავსთის სავარძელში, პუფში ანდაც ლოგინზე წამოწექით, აუცილებელია ოთახის გამათბობელს აუწიოთ, ამ ალბომს ეკონომია არ უხდება არც სითბოს არც ფულის არც დენის არც დროის... ეს ის ალბომია რომელიც ნებისმიერ დროს გაგახსენებთ თავის თავს და დამიჯერეთ სწორედ ამიტომ გირჩიეთ მისი ჩაწერა მპ3 პლეირეში :))) სულ დამავიწყდა... ერთერთი საუკეთესო ქავერია რაც კი მინახავს :)

Pitchfork 8.6 (best new music)

Four Tet 

Download


Surfer Blood - Astro Coast (2010)


Pitchfork 8.2 (best new music)

Surfer Blood 

Download 

Owen Pallett - Heartland (2010)


ძალიან ნიჭიერი ახლაგაზრდა მუსიკოსის, ძალიან ლამაზი ალბომი... წლის ერთერთი ფავორიტია აქედანვე :)

Pitchfork 8.6 (best new music)

Owen Pallett 

Download

Vampire Weekend - Contra (2010)


ეს ის ალბომია რომლის მოსმენაც ყველას ძალიან დიდ სიამოვნებას მოგგვრით... :) უბრალო, მხირული და ძალიან საყვარელი ხალხია... მიუხედავად იმისა, რომ პირველი მათი ალბომი უფრო ღირებულად მიმაჩნია, ამ ალბომშიც არის რამდენიმე კარგი სიმღერა... მთლიანობაში კი მართლა ძალიან მშვიდად და მსუბუქად აღიქვამთ იმ 40 წუთს რომელსაც ამ ალბომის მოსმენაში დაკარგავთ :)

Pitchfork 8.6 (best new music)

Vampire Weekend 

Download

Best New Music 545



მოკლედ ამ ბლოგზე შევეცდები დავდო ყველა საუკეთესო ალბომი რაც კი წელს გამოვა... კვირაში ერთხელ კი ჩემს უსაყვარლეს ალბომებსაც შემოგთავაზებთ :)

Best New Music 545